2025 წლის 28 მაისს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან – მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.




