ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება და პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading