17 წელი შინდისის ბრძოლიდან

2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს — შინდისის ბრძოლას — დღეს 17 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ძალებთან უთანასწორო დაპირისპირებაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. ისინი მოწინააღმდეგეს საათზე მეტხანს უწევდნენ წინააღმდეგობას, რათა თანმებრძოლების უსაფრთხო ევაკუაციისთვის დრო მოეგოთ.

გარდაცვლილთა სახელები უკვდავია: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

მემორიალთან, რომელიც შინდისში მდებარეობს, დილიდან მიემართებიან ოჯახები, ვეტერანები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება, რათა პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას.
აღსანიშნავია, რომ შინდისის ბრძოლა დღემდე სიმბოლოა ქვეყნის თავდადებისა და შეუპოვრობისა, ხოლო გმირების ხსოვნა — უკვდავი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading