იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
ზესტაფონსა და სამტრედიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი – 1975 წელს დაბადებული თ.კ. და წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული ლ.გ. – დააკავეს. პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო 207 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის შესაბამის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.