თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რეგიონში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ბიძგებიც სტამბოლსა და იზმირშიც იგრძნობოდა.. თურქული მედიის ცნობით, ჩამონგრეულია 10 შენობა, მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ორი ადამიანის ძებნა გრძელდება.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა საჭირო ზომები უკვე მიიღეს.