ნიკოლას მადუროს დაკავებამ Nike „Tech“-ი ტრენდად აქცია
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები, სადაც აშშ-ის მიერ კარაკასიდან დაკავებული ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხელბორკილებით არის გადაღებული, სოციალურ ქსელებში ყურადღება მის ჩაცმულობაზე გამახვილდა.
მადუროს ეცვა ნაცრისფერი Nike Tech სპორტული ორეული, რომელმაც ინტერნეტში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ფოტოების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში Nike-ის აშშ-ის ვებსაიტზე აღნიშნული ტანსაცმელი სრულად გაიყიდა.
📈 Google-ში მკვეთრად გაიზარდა „Nike Tech“-ის ძიებები,
🎥 TikTok-სა და Instagram-ზე კი მემები და სახალისო კომენტარები გავრცელდა.
💵 სპორტული ორეულის ფასი – 140 დოლარი.