შინაგან საქმეთა სამინისტრო-გორში პოლიციის მიერ ახალგაზრდაზე ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორში სამართალდამცველებმა ახალგაზრდაზე ფიზიკურად იძალადეს და აცხადებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

📌 3 იანვარს, გორში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 2000 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში, აგრესიულად იქცეოდა და მოქალაქის ავტომობილი დააზიანა.

დაკავების დროს მისმა თანმხლებმა პირმა – 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა – სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა და ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ფაქტის გამო იგი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით.

❗ შსს-ს განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ შეეგუება პოლიციელების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას და მსგავს შემთხვევებზე საზოგადოებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading