მიწის რეგისტრაციის ახალი წესები 2026 წლიდან
მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ 2022 წელს დაიწყო, 2025 წლის ბოლოს დასრულდა.
➡️ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მიწის რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით იქნება შესაძლებელი.
➡️ მოქალაქეებს, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის დარეგისტრირება ვერ მოასწრეს, ამის გაკეთება 2027 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ.
ℹ️ სპორადული რეგისტრაცია:
- მიმდინარეობს მოქალაქის განცხადების საფუძველზე
- მომსახურება არის ფასიანი
ℹ️ სისტემური რეგისტრაცია:
- მიმდინარეობდა პროაქტიულად
- ყველა მომსახურება იყო უფასო
- მონაცემებს საჯარო რეესტრი თავად აგროვებდა
🔔 თუ მიწის რეგისტრაცია ვერ მოასწარი, დაგრჩა დრო 2027 წლის 1 იანვრამდე.