ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით აქტიურად გრძელდება.
იწმინდება საავტომობილო გზები,საფეხმავლო მონაკვეთები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები.
მუნიციპალიტეტში მოსულმა დიდმა თოვლმა როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში ხეები დააზიანა. შესაბამისი სამუშაოები მერიის გამწვანებისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურების თანამშრომლებმა დილიდან დაიწყეს.
სამუშოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, მოადგილეებთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად ადგილზე გაეცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გთხოვთ, მოერიდოთ შენობებთან და ხეებთან ახლოს მოძრაობას.