განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი წარადგინა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ხოლო ბოლოს ხელმძღვანელობდა შსს-ს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.