პენიტენციურ დაწესებულებებში პროფესიული სწავლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანს შეხვდა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსებას, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებასა და მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობას. ამ მიზნით, შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებებისა და გამოფენების ჩატარება დაიგეგმა.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულები იძენენ ახალ პროფესიებს, რაც გათავისუფლების შემდეგ, მათ დასაქმებასა და რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

ღონისძიებას პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი, სააგენტოს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading