✅ წინასაარჩევნო შეხვედრები თეთრიწყაროს სოფლებში

მიხეილ აფციაურმა მორიგი შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – დვალთაში, არხოტში, ახალსოფელსა და საფუძვრებში.

🤝 მან ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მოუსმინა, გაეცნო მათ საჭიროებებსა და მოლოდინებს. შეხვედრები გულწრფელი და შინაარსიანი იყო – თითოეული საკითხი რეალურ პრობლემასა და გამოწვევაზე მიანიშნებდა.

🎯 მიხეილ აფციაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისი გუნდი იმუშავებს იმ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, რომლებიც სოფლებში მცხოვრებთა საჭიროებებს ეხმიანება და მიზნად ისახავს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

🌱 მისი თქმით, თითოეული სოფელი მნიშვნელოვანია და ყოველი პრობლემა – გადაჭრის ღირსი.

„ერთად შეგვიძლია მეტი“ – აცხადებს მიხეილ აფციაური.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading