ხვალ, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

„რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასეც გავხსნით ჩვენ ხვალ საგაზაფხულო სესიას. როგორც იცით, იმ დღეს პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ ხვალ გვექნება ერთადერთი საკითხი, პრეზიდენტის მოხსენების სახით და შემდეგ უკვე ოთხშაბათი და ხუთშაბათი საკანონმდებლო პროცესი. კანონპროექტების განხილვა და სხვა საკითხები. ვნახოთ, როგორ ინტენსიურად წარიმართება ჩვენი სასესიო კვირა. ვვარაუდობ, რომ პარასკევი შეიძლება სესიისთვის არ დაგვჭირდეს, თუმცა ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, –  ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading