ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება – ექს-მინისტრს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, დღეს ოფიციალურად წარედგინება ბრალი. სუს-ის ინფორმაციით, ბურჭულაძემ სახელმწიფოს 1.3 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ მმართველ გუნდში. მათი თქმით, კანონის წინაშე პასუხი ყველა პირმა უნდა აგოს, მიუხედავად მისი წარსული თანამდებობისა.
„პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ისევე უნდა აგებდნენ პასუხს, როგორც ნებისმიერი მოქალაქე“, – აღნიშნავენ მმართველ გუნდში.