ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს
„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას საჯარო სივრცეში, მოხელეებისთვის ქრთამის დაპირებას ედავება. უწყების ცნობით, ხაბეიშვილი საჯაროდ მოუწოდებდა სამართალდამცველებს, არ შეესრულებინათ თავიანთი ფუნქციები და სანაცვლოდ მათ ფულად ჯილდოს პირდებოდა.
მომხდარი აქტიურად განიხილება როგორც ოპოზიციურ, ისე მმართველ პოლიტიკურ სპექტრში. პრემიერ-მინისტრმა ხაბეიშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის თავადაც „შემჩნეულია აგენტობასა და ქრთამის აღებაში“.
დღესვე ბრალი წარედგინება მურთაზ ზოდელავასაც. სუს-ის ინფორმაციით, ზოდელავამ ხაბეიშვილის ტელეფონის მიღების შემდეგ გაქცევა სცადა და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს.