რუსთავში სტუდენტებს თვეში 200 ლარის სტიპენდიას გადაუხდიან
რუსთავის მერია აცხადებს პროგრამას „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“, რომლის ფარგლებში სტუდენტებს პროფესიული კურსის დასრულებამდე ყოველთვიურად 200 ლარის სტიპენდიას გადაუხდიან.
პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ:
- 18 წლის ან მეტი ასაკის პირებს;
- რუსთავში რეგისტრირებულ ან მუდმივი ბინადრობის სტატუსის მქონე პირებს;
- იძულებით გადაადგილებულ პირებს, თუ რეგისტრაციის მისამართი რუსთავია.
პროგრამა ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.