ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული რუსთავის თეატრის შემოქმედებით დასსა და ადმინისტრაციას შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თეატრის საქმიანობას, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს. ილია ჯალაღანიამ თეატრის კოლექტივს მადლობა გადაუხადა ქალაქისა და რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მხარდაჭერა გამოუცხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი.