საქართველოს პრეზიდენტი ანა ბრნაბიჩს შეხვდა – განხილვის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობებისა და პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარლამენტთაშორისი დიალოგის გაძლიერებასა და სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading