ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტისა და ქართველ და ებრაელ ქალთა (ესთა) ასოციაციის ორგანიზებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

ღონისძიებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექიმების, ექთნებისა და მთლიანად, სასწრაფოს ყველა თანამშრომლის ფასდაუდებელ შრომაზე, თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. გადარჩენილი პაციენტების ისტორიები, თვითონ ექიმებმა და ბრიგადის სხვა წევრებმა გაიხსენეს.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობას პარლამენტის წევრები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები იღებდნენ.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading