რუსთავის მერიაში, სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი” ახალი ეტაპი დაიწყო
პროექტი, ახალგაზრდების დასაქმების და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება და მის ფარგლებში, მერიის სხვადასხვა სამსახურში, უკვე 30 რუსთაველი ახალგაზრდაა დასაქმებული.
პროექტის მერვე ეტაპის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.
ქალაქის მერმა სტუდენტებს, მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
პროექტის მონაწილე 35 სტუდენტი, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას და რეფორმების შედეგად დანერგილ ახალ სერვისებს, ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა.
სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით ხდება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.





