ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ესპანურ გამოცემა La Verdad-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ესპანეთის ქალაქ აგილასისა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის, საერთაშორისო წყლებში მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა კარტახენას პორტში გადაიყვანა, 2 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

La Verdad-ის წყაროების ცნობით, გემზე ორშაბათს, დაახლოებით, 12:30 საათზე აფეთქება მოხდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading