ტრამპი ინაუგურაციის დღესვე აპირებს აშშ ჯანმოდან გამოიყვანოს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდი აპირებს აშშ-ს გაყვანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) ახალი ადმინისტრაციის პირველივე დღეს, -წერს გაზეთი The Financial Times.
გაზეთის მიერ მოყვანილი ექსპერტების აზრით, ეს ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტროფულ” შედეგებს გლობალურ ჯანმრთელობაზე,
ტრამპის გუნდის წევრებმა ექსპერტებს განუცხადეს, რომ გეგმავენ გამოაცხადონ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს. ეს ნაბიჯი ართმევს ჯანმო-ს დაფინანსების უდიდეს წყაროს, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მის უნარს რეაგირება მოახდინოს ჯანმრთელობის კრიზისებზე, როგორიცაა კოროვირუსული პანდემია, აღნიშნავს გაზეთი.