კიშინიოვში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა
მოლდოვის დედაქალაქში კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანდუმ რესპუბლიკის სასახლეში ფიცი დადო და მეორე ვადით მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
ცნობისთვის, მაია სანდუ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირდაპირი კენჭისყრით. მან პრეზიდენტის ფიცი პირველად 2020 წლის 24 დეკემბერს დადო.