წარჩინებული სტუდენტების წახალისების ქვეპროგრამა – დმანისში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს განაცხადების მიღებას წარჩინებული სტუდენტების წახალისების ქვეპროგრამაში ჩასართავად.

ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტზე, რომელიც:
✅ არის საქართველოს მოქალაქე;
✅ რეგისტრირებულია დმანისის მუნიციპალიტეტში;
✅ სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) და აქვს აქტიური სტატუსი;
✅ აქვს სემესტრული საშუალო შეფასება:
▪ 91–100 ქულა;
▪ სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში – 81–100 ქულა;
▪ „1+4“ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტის შემთხვევაში – 81–100 ქულა.


📄 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
▪ განცხადება;
▪ პირადობის მოწმობის ასლი;
▪ რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი;
▪ ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
▪ 2025 წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ამონაწერი სემესტრული შეფასების მითითებით („სტუდენტის ბარათი“);
▪ სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
▪ პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

📌 დოკუმენტები მიიღება მერიის კანცელარიაში.

⚖️ მნიშვნელოვანია:
ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს მოქმედი, ხელმოწერილი და დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული. არასრულყოფილი ან არავალიდური დოკუმენტაცია არ განიხილება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading