მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

ირაკლი კობახიძე-მ, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძე-თან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრმა თანამშრომლებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის პროცესში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებულ იქნა იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში ჯამურად.

ახალი ადმინისტრაციული შენობა 150 თანამშრომელზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სამუშაო და პროცედურული სივრცეებით, მათ შორის – დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური მონაცემების აღების და თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები ზონებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading