ფერების ფესტივალი მარნეულში
მარნეულში ფერების ფესტივალი ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ფერებისა და მხიარულების დღე – „ფერების ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც მარნეულის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებამ ქალაქს ფერადი და ენერგიული განწყობა შემატა.
ფესტივალი ადგილობრივი შემსრულებლების მუსიკალური ნომრებით გაიხსნა და ახალგაზრდებს მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები შესთავაზა. ფერად გარემოში ჩატარდა კონკურსიც – „ფუნჯით დანახული საქართველო“, რომლის გამარჯვებულებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ მარნეულის მერია და საგზაო სამშენებლო კომპანია №1. ფესტივალი ადგილობრივი დიჯეების – DJ ARKAN-ისა და DJ SARKAN-ის მუსიკალური შოუთი დასრულდა და ახალგაზრდული დღესასწაული ცოცხალი და პოზიტიური ატმოსფეროთი დაიხურა.




