ცუდი ამინდის გამო რამდენიმე ტურისტული ობიექტი დროებით დაიკეტა


რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია შემდეგი ტურისტული ობიექტები: სათაფლია, ნავენახევის მღვიმე, ოკაცეს კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი 5 იანვრიდან ვიზიტორების მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading