„ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“-„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი
„ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“.
სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები, შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის „მაყურებელი“ გყავდა, მე რადგან სვანი ვიყავი სვანი „მაყურებელი“ მყავდა.
პრაქტიკულად იერარქიული, პირამიდული სისტემა ჰქონდათ. და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა.
წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მერე. დავალება ის კი არ იყო, რომ მთელი ეს ნახევარი წელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დავალების მიცემა იყო ის, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული „მაყურებლად“, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ციხე, ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან. ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამმაც პრაქტიკულად დაადასტურა ეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესარიონ ხვინთელიანმა.