,,ბევრჯერ მინახავს გვამები გამოჰქონდათ გლდანის ციხიდან“-„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი
,,საკანში გულის ინფარქტი გადავიტანე. 10 საათი უგონოდ ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერავის ვხედავდი, ხმები კი მესმოდა – მოკვდა, მოკვდაო. პატიმრებმა პულსი დამითვალეს, 18-20 აქვსო. ექიმი სამი დღის შემდეგ შემოვიდა.
ყველაფერ ამას მოჰყვა მოციმციმე არითმია, რასაც თან ვატარებ. ტუბერკულოზიანების საშხაპეში ორჯერ მაბანავეს, გაუსაძლის ცხელ წყალში, ისედაც გვაბანავებდნენ გაუსაძლის ცხელ წყალში, მაგრამ შემდეგ გავიგე და მითხრეს, რომ გაგიმართლაო [ტუბერკულოზი რომ არ გადაედო]. გლდანში ფიზიკურად ცემის დროს ვლოცულობდი, რაც ძალიან უკვირდათ.
ყოველ კვირას, რამდენიმე დღეში ერთხელ, სამწუხაროდ ამას ვხედავდი, ე.წ რეშკიდან გვამები გამოჰქონდათ, მათი ყვირილი ქრისტიანები არ ხართ, რას შვრებით?! მთელი ამბავი და შემდეგ თორმეტ საათზე, პირველზე ბევრჯერ მინახავს გვამები გამოჰქონდათ გლდანის ციხიდან“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესარიონ ხვინთელიანმა.