საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარსდგა და შეასრულა სიმღერა Freedom — თავისუფლება.

მიუხედავად ემოციური შესრულებისა და სცენური დადგმისა, სადაც ერისიონის ქართველმა მოცეკვავეებმა თეთრი დროშები ააფრიალეს, საქართველო ფინალში ვერ მოხვდა.

კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.

14 მაისს გაიმართა პირველი ნახევარფინალი, დღეს კი – მეორე ნახევარფინალი.

კონკურსის წესების თანახმად, ფინალში გადასვლას წყვეტს მაყურებელი და არა ჟიური.

ფინალში გადავიდნენ:

  • შვეიცარია – მასპინძელი ქვეყანა
  • „დიდი ხუთეული“ – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო;

პირველი ნახევარფინალიდან

  • ალბანეთი
  • ესტონეთი
  • ისლანდია
  • ნიდერლანდები
  • ნორვეგია
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • სან-მარინო
  • შვედეთი
  • უკრაინა

მეორე ნახევარფინალიდან:

  • ლიეტუვა
  • ისრაელი
  • სომხეთი
  • დანია
  • ავსტრია
  • ლუქსემბურგი
  • ფინეთი
  • საბერძნეთი
  • მალტა
  • ავსტრალია.

საქართველოს წარდგენილი სიმღერის კომპოზიტორია ქეთი გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading