შსს „ჰოლიდეი ინნ“-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც ერთ-ერთი პირი სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
👉 შსს-ის ინფორმაციით:
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე მობილიზდა შსს-ს შესაბამისი დანაყოფები – მათ შორის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
📍 ადგილზე მისვლისას დადგინდა:
ნომერში ჩაკეტილი პირი სასტუმროს თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა მოახდინეს მისი დაკავება შემთხვევის ადგილზევე.
🕵️♂️ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს:
- ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას
- და მუქარას.