შსს: უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, ლ.ა., გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ დადასტურდა — ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ იკვეთება.
შსს-ს ცნობით – მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციაზე და ამ ეტაპზე გრძელდება სამართალწარმოება. სამართალდამცველები სწავლობენ ლ.ა.-სთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას.
მოქალაქესა და პოლიციას შორის შედგა კომუნიკაცია, რის შედეგადაც ლ.ა.-მ აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარის ან სხვა დანაშაულის შემთხვევა არ ყოფილა. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში.
