რუსთავის სასაფლაოების ტერიტორიაზე ხანძარია
რუსთავში, სასაფლაოების ტერიტორიაზე ხანძარია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების მასშტაბები და ზიანი დაზუსტებული არ არის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დეტალებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი მოგვიანებით.
