შსს მომსახურების სააგენტო: მართვის მოწმობის გამოცდებზე რეგისტრაცია მხოლოდ ოფიციალური არხებით არის შესაძლებელი
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვრცელდება დეზინფორმაცია სააგენტოს გარკვეული სერვისების ალტერნატიული გზით მიღებასთან დაკავშირებით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად გამოცდებზე რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით. ასევე, სააგენტოს სხვა სერვისების მიღება ალტერნატიული პლატფორმების საშუალებით არის შეუძლებელი.”- აღნიშნულია შსს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.