საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიცი დადო

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2026 წლის 6–22 თებერვალს იტალიაში, მილანი/კორტინაში ჩატარდება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მარიამ გიორგობიანი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა წარადგინა.

ოლიმპიური ფიცი სპორტსმენების სახელით სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დადო, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მეხუთედ იასპარეზებს. სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა ლუკა ბუჩუკური.

საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში – 8 სპორტსმენით იასპარეზებს. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იქნებიან ლუკა ბერულავა და დიანა დევისი.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading