თეთრიწყაროს მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, პირველ მოადგილე ლევან ხმალაძესთან და მოადგილე რამაზ გულბანთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებულ ტერიტორიებზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესები, ასევე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც წარმომადგენლებმა მერისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური განმარტებები მიიღეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი კომუნიკაციის მნიშვნელობას ადგილობრივი საჭიროებების დროულად გამოვლენისა და ეფექტიანი მართვისთვის.