რუსთაველი პედაგოგი ირმა იჩქიტიძე სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა

რუსთაველი პედაგოგის, ირმა იჩქიტიძის სასამართლო პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ 2022 წელს დაწყებული საქმის ფარგლებში, როდესაც მე-20 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, პროცესი დასრულდა და ირმა იჩქიტიძე გამართლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა ოჯახს, მხარდამჭერებს, ადვოკატს და აღნიშნა, რომ ოთხწლიანი მოლოდინი სამართლიანი დასასრულით დასრულდა.

„დასრულდა! ეს გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, ჩემო ადამიანებო“, – წერს ირმა იჩქიტიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading