გამოცხადდა ტენდერი დმანისი–საფარლოს გზის რეაბილიტაციისთვის
გამოცხადდა ტენდერი ქალაქ დმანისიდან სოფელ საფარლომდე გზის რეაბილიტაციის პროექტზე. პროექტი მოიცავს საფარლოს, ამამლოს, მამიშლოს, ზემო ოროზმანს, ბაზაქლოს, ვაკესა და ქვემო ოროზმანის ცენტრალური გზების რეაბილიტაციას.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება გზის საფარის სრული განახლება, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა, სოფლებთან სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 13 471 028 ლარს შეადგენს.