რამდენ მძღოლს აქვს შეჩერებული მართვის მოწმობა საქართველოში და რატომ?

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით საქართველოში მართვის მოწმობა შეჩერებული აქვს 35 445 მძღოლს. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები თან ერთვის პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პროექტს.

📌 მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობა შეჩერებულია:
▪️ ალკოჰოლური თრობის საფუძვლით – 18 310 პირს
▪️ საგზაო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის – 1 134 პირს
▪️ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის – 3 504 პირს
▪️ ქულების ამოწურვისთვის – 781 პირს
▪️ სისხლის სამართლის დანაშაულის საფუძველზე – 327 პირს
▪️ სხვა მიზეზებით (მათ შორის, წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო) – 11 389 პირს

ℹ️ ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და ვადამდე აღდგენის საკითხებს ეხება.

კანონპროექტის მიხედვით, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგებათ იმ პირებს, ვისაც მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ:
▪️ ალკოჰოლური სიმთვრალის გამო
▪️ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის
▪️ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/მოხმარებისთვის
▪️ ქულების ამოწურვის შემთხვევაში

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, მართვის მოწმობა აღუდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

🚫 მართვის მოწმობა არ აღუდგებათ იმ პირებს, რომელთაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის დაშავება ან გარდაცვალება დაუდგინდათ.

ამასთან, პროექტის მიხედვით, უქმდება ყველა ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading