ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 49 პირი დააკავეს – 14 პირზე ძებნა გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინტენსიური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული.
აქედან 49 პირი დაკავებულია, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად, მათ შორის 5 ე.წ. კანონიერი ქურდი.
დაკავებულებს ბრალად ედებათ:
▪️ ქურდული სამყაროს წევრობა
▪️ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა
▪️ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა
▪️ კანონიერი ქურდობა
▪️ ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა
შსს-ის ცნობით, ბრალდებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ცეცხლსასროლი იარაღი.
🔍 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, სეკუნდა, ტერცია და კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
📌 ინფორმაციას შსს ავრცელებს.