შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა – დაკავებულია 30 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, თბილისის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ერთდროულად ჩაატარა მასშტაბური სპეცოპერაცია.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „კანონიერი ქურდობის“, ქურდული სამყაროს წევრობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ, იღებდნენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და დავის მხარეებს ქურდული წესებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს აკისრებდნენ. ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ — თენგიზ ხოფერია, მეტსახელად „ჭინკა“.

ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ფული და მობილური ტელეფონები, რომლითაც ბრალდებულები უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ ურთიერთობდნენ.

დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading