უკანონო ტყითსარგებლობის 1000-ზე მეტი ფაქტი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მონაცემები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1094 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 94 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მხოლოდ აგვისტოში გამოვლენილია 90 ფაქტი, რომელთაგან 7 სისხლის სამართლის დანაშაულს განეკუთვნება.
დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს კონტროლსა და მონიტორინგს ტყის რესურსების დაცულობის უზრუნველსაყოფად.