უამინდობა საქართველოში – მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა
7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან, 8 სექტემბრის დილამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.
⛈ სანაპირო რაიონებში ქარის გაძლიერებაა ნავარაუდევი.
🌊 ძლიერი ნალექის ფონზე, მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
საფრთხის დონე შეფასებულია როგორც საშუალო.