შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მეხანძრე-მაშველებმა, მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ის, 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში, წყალდიდობის დროს მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ერთ-ერთი პირველი მორეაგირე უწყება იყო. მეხანძრე-მაშველები, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებშიც იყვნენ ჩართულნი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading