შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) გამარტივებული საბაჟო ფორმალობების გაცნობის მიზნით, საქართველოს ეროვული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ – საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.
შეხვედრა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისში გაიმართა ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია, ასევე უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.




