საქართველოს ელჩი არგენტინაში, გვარამ ხანდამიშვილი, საელჩოს დიპლომატებთან ერთად, არგენტინის პროვინცია სალტას სამუშაო ვიზიტით ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების მდივანთან, კონსტანცა ფიგეროასთან, პროვინციის კულტურის მდივანთან, დიეგო ასურთან და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთან, ხუან მანუელ პარედესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის არსებული ურთიერთობები, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები და კულტურული კავშირების ხელშეწყობის შესაძლებლობები.

სალტის კათოლიკური უნივერსიტეტის მოწვევით, ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, უსაფრთხოების მხრივ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასა და გეოპოლიტიკურ ასპექტებზე.

ამასთან, საელჩო დაესწრო სალტის რიგით 48-ე „კულტურული აპრილის“ დახურვით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ სალტის ფონდ CAMERATA STRADIVARI-ს ორკესტრი და გუნდი ქართველ-არგენტინელი მუსიკოსის, ინგა იორდანიშვილის ხელმძღვანელობით.

კონცერტის პირველი ნაწილი დაეთმო ქართულ კომპოზიციებს.კონცერტის დასკვნით ნაწილში შესრულებულ იქნა არგენტინული ფოლკლორის ნიმუშები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading