,,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების გამო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური შეხედულებისა”-კახა კალაძე

„პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რა სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა აღნიშნული სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს. ხედავთ, თუ როგორი შემოტევები მიმდინარეობს, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ამის მთავარი მიზეზებიც საზოგადოებამ იცის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. კერძოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ ჰქონდათ ამხელა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით; ის, რაზეც პირდაპირ ვამბობდით, რომ ქვეყნის ჩართვა უნდოდათ ომში, მეორე ფრონტის გახსნა, ამისკენ მოწოდებებიც კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების გამო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის ერთად უნდა დავამარცხოთ“ –განავხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading