მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში
ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ავრცელებს.