ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის – 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ე.დ. და 1994 წელს დაბადებული ქ.ჯ., რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონო გადაკვეთის მცდელობას აპირებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიიდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთის მცდელობდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.