ყალბი პროდუქცია თბილისში – საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გამოავლინა და დააკავა ორი მოქალაქე – გ.ა. და ფ.დ., რომლებიც სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ყალბი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას ეწეოდნენ.
📍 რა დადგინდა გამოძიებით?
დაკავებულებს თბილისში ჰქონდათ მოწყობილი კუსტარული საწარმო, სადაც აწარმოებდნენ ყავასა და ტკბილეულს, შემდეგ კი პროდუქტებს ცნობილი ბრენდების – “Raffaello” და “Jacobs Monarch” სასაქონლო ნიშნებით უკანონოდ ნიშანდებდნენ და ასაღებდნენ ბაზარზე.
🧾 ამოღებულია:

- 10,000+ ერთეული ყავა “Jacobs Monarch” სასაქონლო ნიშნით
- 2,400+ ერთეული ტკბილეული “Raffaello” ნიშნით
- ასევე ლენტები, ყუთები, ბეჭდები, ყალიბები და ტექნიკური დანადგარები
- ვადაგასული პროდუქცია და შეფუთვის საშუალებები
⚖ მიმდინარეობს გამოძიება:
- დანაშაულში ჩართული სხვა პირების დასადგენად
- რეალიზაციის წერტილების გამოვლენისთვის

📌 საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
